სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ჩხოროწყუში საბავშვო ბაღებში და უფასო სასადილოში არსებულ ვითარებას გაეცნენ

2019-09-18 20:00:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და დავით ვერავა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილესთან და თანამშრომლებთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს: გოჩა ჩიქოვანსა და ვალერი თოდუას შეხვდნენ და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ ასევე ქალაქ ჩხოროწყუსა და ქვედა ჩხოროწყუს საბავშვო ბაღებს და იქ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. ასევე დაათვალიერეს ქალაქ ჩხოროწყუში არსებული უფასო სასადილო, შეხვდნენ ბენეფიციარებს და მომსახურებისა და მენიუს ხარისხით დაინტერესდნენ.

აღნიშნული სასადილოთი 33 ბენეფიციარი სარგებლობს. მათ უმრავლესობას საკვები სახლში დააქვს, ნაწილი კი იქვე სადილობს. მომავალი წლისთვის აქ როგორც კვების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ასევე ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი და სააქტო დარბაზში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კულტურის სფეროში დაგეგმილ სიახლეებსა და განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა ბიბლიოთეკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

შეხვედრას ჩხოროწყუს მერის მოადგილეები, მერიის სამსახურების და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო