სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის საჯარო სკოლებში მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

2019-09-16 20:31:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ახალი სასწავლო წელი რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიულოცა. სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე, ის სკოლებიც დაათვალიერა, სადაც  სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩასატარებელი.

ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პირველი საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა. ამავე პროგრამით ზუგდიდში წელს, ხუთი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მოხდა. სახელმწიფო რწმუნებული სოფელ დიდნეძის საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასწავლო წელის დაწყება მიულოცა.

ზუგდიდის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული, ფოთის პირველ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა, შემდეგ კი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და მათ სამოავლო გეგმებზე ესაუბრა. ალექსანდრე მოწერელია დღესვე ფოთის მე-15 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

ფოთის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული მარტვილის მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მის მშობლიურ სკოლაში სახელმწიფო რწმუნებული პედაგოგებს შეხვდა და სკოლის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამჟამად მარტვილის პირველი საჯარო სკოლის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც მისი სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. მომავალ წელს მარტვილის პირველ სკოლას 190 წელი უსრულდება.

სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე მარტვილის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლა გახსნა, სკოლის სრული რეაბილიტაცია ,,მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ინჩხურის საჯარო სკოლის შემდეგ ალექსანდრე მოწერელიამ, ბალდის საჯარო სკოლაში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის ფასადს, შესასვლელს, ასევე მოეწყო ოთახის ტიხრები, იატაკი და ჭერი. პროექტის ღირებულებამ 101 876 ლარი შეადგინა. 

სახელმწიფო რწმუნებული ასევე იმყოფებოდა წაჩხურუს საჯარო სკოლაში. სადაც ,,მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაფინანსებითმოხდება ძველი სკოლის დემონტაჟი და ახალი სკოლა აშენდება მოხდება. ტენდერი უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ალექსანდრე მოწერელიამ, ასევე დაათვალიერა გურძემის და კიწიას საჯარო სკოლები. მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით  სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 94 საჯარო სკოლას. მომავალ წელს სარეაბილიტაციო სკოლების შესახებ კი მუშაობა უკვე დაწყებულია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო