სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სენაკში პროექები დაათვალიერა

2019-09-06 17:22:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ადგილზე გაეცნო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომელიც ფონდ ,,ქართუს’’ მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ, თეატრი საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს უმასპინძლებს.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად, ქალაქის მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი და მიმდებარე ახლადრეაბილიტირებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედანი დაათვალიერა.

ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის მშენებლობის სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგ, ჩვენს მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა შეემატება.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ასევე გაეცნო მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესს. მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო იმ ქუჩებზე, სადაც ეს პრობლემა წლების მანძილზე არ იყო მოგვარებული.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო