სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

1924 წლის აჯანყებაში მონაწილეთა ხსენების დღე ზუგდიდში

2019-09-06 13:02:00

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, 1924 წლის აჯანყებაში მონაწილე დახვრეტილ მამულიშვილთა ხსენების დღესთან დაკავშირებით მსხვერპლთა მემორიალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინებით შეამკო.

1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოში ანტისაბჭოთა მოძრაობა დაიწყო. ქართული ეროვნული მოძრაობის მიზანს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენდა. 1921 წელს დაწყებული ეროვნული მოძრაობა, 1924 წელს აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყებამ აგვისტოს მიწურულს მთელი ქვეყანა მოიცვა. ზუგდიდის მაზრაში დამოუკიდებლობის კომიტეტს მუდმივ მეთვალყურეობას ეროვნულ-დემოკრატი შალვა თალთვაძე ხელმძღვანელობდა. 1924 წლის 29 აგვისტოს, დილის ოთხ საათზე, აჯანყებულებმა იერიში ზუგდიდზე მიიტანეს, ბრძოლამ რამდენიმე დღე გასტანა, საბოლოოდ კი აჯანყებულთა მარცხით დასრულდა. ზუგდიდის მაზრაში აჯანყებაში მონაწილეობა 2 769 მოქალაქემ მიიღო.

ზუგდიდში 40 აჯანყებული დახვრიტეს, 8 აჯანყებული დასახვრეტად ფოთში გააგზავნეს, 30 ადამიანი დახვრიტეს ზედაეწერის ტყეში, 28 ადამიანი კი სოფელ კახათის ასასვლელ ფერდობთან, აჯანყებულები დახვრიტეს ჩხოროწყუში - სულ 17 ადამიანი.

აჯანყებაში აქტიური მონაწილეობის მიმღებთა ძებნა-დაპატიმრებები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. იყო შემთხვევები, როდესაც ძებნილები ვერ უძლებდნენ მათ ოჯახებზე განხორციელებულ ზეწოლას და ნებაყოფლობით ბარდებოდნენ. მსგავსი ზეწოლებით და დაპატიმრებებით ზუგდიდის მაზრის საპყრობილეში არაერთი აჯანყებული მოხვდა.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2019 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
234568
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო