სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროქტები დაათვალიერეს

2019-08-29 20:59:00

 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან ,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროს ირაკლი თოფურიასთან, მერის პირველ მოადგილე გიგა ფარულავასთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს ნუგზარ გაბელიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ბერიას ქუჩაზე N 2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ და ანაკლიაში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს.

ბერიას ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. საბავშვო ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება, იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება. ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება.

ხელისუფლების წარმომადგენლები ანაკლიაში, კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნენ. სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 129 650

სანაპირო ზოლზე დაირგო სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარე, რეაბილიტირდა შადრევანი, ანაკლიის ბულვარში კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები და განმუხურის ბულვარში ფეხბურთის მოედანი.

ასევე, კახათის N 1 და ცაიშის საჯარო სკოლებში სველი წერტილები და ცაიშში რეაბილიტირებული ამბულატორიაც დაათვალიერეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო