სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან

2019-08-27 17:31:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობენ. ამჯერად შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს, ფოცხოს და უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.  ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.  შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა. პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.  შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად შიდა გზების, ნაპირსამაგრების და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება დაასახელა.  შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო