სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სენაკის სოფლებში ხვდებიან

2019-08-21 20:11:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინტენსიურად განაგრძობენ. ამჯერად შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის, თეკლათის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.

შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად შიდა გზების, ნაპირსამაგრების და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება დაასახელა.

შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

შეხვედრების დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ჭალადიდის და თეკლათის საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას გაეცნო. ასევე იმყოფებოდა ჭალადიდში, მდინარე რიონზე არსებულ ბორანთან, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ბორანის რეაბილიტაციის პროექტი მზადაა და მისი განახლება მოხდება.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2019 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
23242526272829
30      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო