სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დღეს, 31 მაისს ანაკლიაში საერთაშორისო ბიზნესფორუმი - „ანაკლია 2014“ სამეგრელო–ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ გახსნა

2014-05-31 14:11:00

"საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შესაბამისად გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ განვითარებას. თანმიმდევრული დეცენტრალიზაცია და თვითმმართველი ერთეულების წამყვანი როლი ადგილობრივი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაში ცალსახად განიხილება, როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საერთო ეროვნული წარმატების მისაღწევად. ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიღწევა, როგორც მოგეხსენებათ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. ამ ღონისძიებების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ორგანიზება გაუკეთა  საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმის ჩატარებას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის ეკონომიკის პერსპექტივების, მისი საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას და შედეგად რეგიონის ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობას. ფორუმს სამართლიანად განვიხილავთ, როგორც  საერთაშორისო პლატფორმას  ერთის მხრივ ქვეყნის სამთავრობო უწყებებს, უცხოელ ინვესტორებს და ადგილობრივ ბიზნესს შორის"-განაცხადა ლევან შონიამ.

მისი თქმით 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში რეალურად დაიწყო ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი, კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს ფორმირება, თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება.

"ქართული პროდუქცია ეტაპობრივად იბრუნებს რუსეთის ბაზარს, სახელმწიფო იწყებს მეწარმეებისათვის მხარდაჭერის პროგრამას. საბოლოო ჯამში, წინა ხელისუფლების არათანმიმდევრულმა, ხშირად კერძო ბიზნესის მიმართ დანაშაულებრივმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანას მხოლოდ მოკლევადიანი, მოჩვენებითი წარმატება მოუტანა. ჩვენი პრიორიტეტი ინკლუზიური/ყოვლისმომცველი ეკონომიკური დაჩქარებული ზრდის მიღწევაა. ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები არა მხოლოდ ციფრებსა და მაჩვენებლების დონეზე უნდა რჩებოდეს, არამედ აისახებოდეს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე"-განაცხადა ლევან შონიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ ყურადღება გაამახვილა ტურიზმის მიმართულებებზე რეგიონში: "ჩვენი რეგიონის მზარდი პოტენციალი ტურიზმის სფეროში ჩვენი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რიცხვი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და ვიმედოვნებთ, რომ ეს დადებითი დინამიკა შენარჩუნდება მომავალშიც. ამასთან, ჩვენს ქვეყნებს შორის გაიხსნა რეგულარული ავიარეისები, რაც ბუნებრივია ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობების გაღრმავებას. აქვე მინდა დავარწმუნო ჩემი უცხოელი მეგობრები, რომ საქართველოს მთავრობას აქვს აღებული კურსი უცხოური ინვესტიციებისათვის მყარი სამართლებრივი და ეკონომიკური გარანტიების შექმნის მიმართულებით. სწორედ ამისათვის არის შექმნილი ის რამდენიმე სახელმწიფო ფონდი, რომელთა ერთადერთ მიზანს ინვესტორებისათვის საინტერესო პროექტებისა და მათი განხორციელების ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას წარმოადგენს".

გუბენატორმა ისაუბრა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე: "უახლოეს მომავალში იგეგმება სამედიცინო ცენტრის მშენებლობა ზუგდიდში, რომელზეც კვლევითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, სამედიცინო ცენტრი მოემსახურება, როგორც ადგილობრივ ასევე აფხაზეთის მოსახლეობას. ზემო სვანეთში წარმატებით გრძელდება თეთნულდის კომლექსის მშენებლობა, სულ რამოდენიმე დღის წინ ჩხოროწყუში საფუძველი ჩაეყარა ახალი 40 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის „ხობი 2“ მშენებლობას. მიმდინარეობს აქტიურად ინფრასტრუქტურული პროექტები. მხოლოდ შარშან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რეგიონში დაიხარჯა 157 მლნ ლარი. 2013 წლიდან განხორციელება დაიწყო შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტმა. პროექტის ბიუჯეტი 29.6 მლნ ლარით განისაზღვრა.ქვეყნის მასშტაბით 17 ქალაქში წყალმომარაგების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. დაიწყო ქუთაისის, ფოთისა და ანაკლიის წყალმომარაგების 60 მილიონიანი პროექტი. რეგიონში მიმდინარეობს საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. დაიწყო დევნილთათვის 15 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ზუგდიდსა და ფოთში. ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2014 წელს რეგიონში იხარჯება 183 მლნ ლარი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 7 მლნ ლარი".

ღონისძიების ფარგლებში მთავრობის და ბიზნესწარმომადგენლებს შორის რეგიონის ეკონომიკის განვითარების მთავარ საკითხებზე ღია დისკუსია გაიმართა. ფორმუში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, 300-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ბიზნესწარმომადგენელმა, მოქმედმა და პოტენციურმა ინვესტორებმა.

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი - ანაკლია 2014 არის თანამედროვე პლატფორმა  საერთაშორისო, ადგილობრივ ბიზნესსა და მთვარობას შორის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც აუცილებელია მნიშნელოვანი საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის. ფორუმი სამართლიანად  მიიჩნევა რეგიონის მთავარ საინვესტიციო ღონისძიებად.

ბიზნესფორუმი დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო