სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში მიმდინარე პროექტებს მოადგილეებთან და მერთან ერთად გაეცნო

2019-08-01 22:26:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ახალდანიშნულ პირველ მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან, მოადგილე  მალხაზ თორიასთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულმა თამარ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ალექსანდრე მოწერელიამ, ასევე დაათვალიერა თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. თამარ მეფის ქუჩასთან ერთად  მოეწყობა ქალაქ ზუგდიდში თაბუკაშვილის, გამსახურდიას, სოხუმის და ქირიას ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები. სამუშაოების ღირებულება 1,3 მილიონი ლარია.

სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე დაათვალიერა ანაკლიაში მიმდინარე პროექტები და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ალექსანდრე მოწერელიამ, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან ერთად ასევე გაეცნო მატარებლის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო