სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პირველ მოადგილედ დავით ფარცვანია დანიშნა

2019-08-01 12:07:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს, ამ თანამდებობაზე დავით ფარცვანია დღეს დაინიშნა. ფარცვანია ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ წარუდგინა. ფარცვანიამ ამ თანამდებობაზე ირაკლი ჯიქია შეცვალა. ჯიქიასან ერთად თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე კიდევ ერთმა მოადგილემ კობა ქანთარიამ დატოვა.

,,რეგიონების განვითარება და მმართველობით სტრუქტურებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების ჩართვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ზუგდიდში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ დღეს სწორედ ასეთი, კვალიფიციური ახალგაზრდების ჯგუფი გვყავს მუნიციპალიტეტის სათავეში.

დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განხორციელდა ცვლილება და სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ დაინიშნა დავით ფარცვანია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დავით ფარცვანიას აქვს, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. ყველგან, სადაც დავით ფარცვანია მოღვაწეობდა ხასიათდება დადებითად, ის მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა ყოველთვის კეთილსინდისიერად და ამომწურავად, არის თავისი საქმის პროფესიონალი, ამდენად მინდა ვუსურვო წარმატებები.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ მოადგილეებს ირაკლი ჯიქიას და კობა ქანთარიას, ისინი მუშაობას სხვა სამსახურში გააგრძელებენ“ - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის წარდგენაზე.

,,მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო, საქართველოს მთავრობას და პირადად სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ ალექსანდრე მოწერელიას მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნისთვის.ეს შესაძლებლობა არის ჩემთვის დიდი შანსი, რომ ჩემს მშობლიურ რეგიონში მოსახლეობას მოვუტანო უფრო მეტი სიკეთე, რეალური ცვლილება და გუნდთან ერთად გავაუმჯობესო მოსახლეობის ეკონომიური და სოციალური მდგომარეობა“ - განაცხადა დავით ფარცვანიამ.

დავით ფარცვანია აქამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო, მანამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში, ასევე სხავდასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებებში.

დავით ფარცვანია, პროფესიით სამართალმცოდნეა, ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ,,კავკასიის უნივერსიტეტში“, ხოლო სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ,,საქართველოს უნივერსიტეტში“. დავით ფარცვანიას ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“ გავლილი აქვს პროფესიული პროგრამა აგრო ბიზნესის მენეჯმენტში. 2016-2017 წლებში, საჯარო პოლიტიკის მიმართულებით, პროფესიული განათლება მიღებული აქვს ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021
22
2324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო