სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

მესტიაში სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი გაეცნო

2019-07-26 18:16:00

მესტიაში, სტიქიის ზონაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და აპარატის უფროსი ლევან წულაია არსებულ ვითარებას გაეცნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით 25 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქია მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული.

უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, მდ. მესტია-ჭალის ხეობაში, კერძოდ მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა, რომლის გარღვევის შედეგადაც მდ. მესტია-ჭალის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა, წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში. რომელმაც დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები და რამდენიმე ავტომანქანა.

ასევე დაზიანებულია წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალი, რომლის აღდგენითი სამუშაოები მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ორ დღიან ვადაში დასრულდება.

სტიქიის შედეგად, მდინარის მეორე მხარეს დარჩენილი ტურისტების გამოყვანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ წუხელვე, დროულად მოხდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი მესტია-ჭალის ხეობაში იმყოფება, მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა, მომზადდება რეკომენდაციები შესაბამისი დამცავი ღონისძიებების გასატარებლად.

ამ ეტაპზე სპეციალისტების განმარტებით აღინიშნება მდ. მესტია-ჭალის წყლის დონის კლება.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2019 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
1415161718
19
20
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო