სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2019-07-18 13:56:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა.

სამუშაო ჯგუფი, საქართველოს პარლამენტის აპარატის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა, რომლის საქმიანობის მიზანია, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მოქმედი რეადაქციის გადახედვა და განახლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ჩართული სახელისუფლებო, არასამთავრობო და სხვა სუბიექტებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების და სტრუქტურული დიალოგის ხელშეწყობისთვის რეკომენდაციების მომზადება. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოწვეული ექსპერტები შედიან.

ამჟამად, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით და საქართველოში გაეროს სააგენტოების მხარდაჭერით მიმდინარეობს „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის" განხორციელების შეფასება, რისთვისაც ტარდება საქართველოში არსებული პრაქტიკის კვლევა ცენტრალურ, ადგილობრივ და რეგიონალურ დონეებზე.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლევან წულაია, ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო