ახალი ამბები
ჭკადუაშში მიურატებმა ისტორიული ფოტოების გამოფენა გამართეს
2019-07-17 15:28:00
 
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციაში, სალომე დადიანისა და აშილ მიურატის შთამომავლება ისტორიული ფოტოების გამოფენა გამართეს. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სახელმწიფო რწმუნებულს ალენ მიურატმა საოჯახო სასტუმროც დაათვალიერებინა და ტურიზმის სფეროში არსებული სამომავლო გეგმები გააცნო.
 
                        


 



 
















 
 




