სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა დაიწყო

2019-07-04 10:04:00

მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა დაიწყო. განვითარების გენერალურ გეგმაზე, საკონსულტაციო ცენტრმა ,,გეოგრაფიკმა” ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმუშავა. შემუშავებისა და განხილვის პროცესში მჭიდროდაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.

პროექტში გათვალისწინებულია კულტურული მემკვიდრეობის, სამთო ინდუსტრიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის და  კომუნიკაციების საკითხები.  გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია მოქმედი და ახალი სამთო სათხილამურო კურორტების მაქსიმალურად გამოყენება. ასევე მომზადდა დეტალური ზონირებული რუკები.

საჯარო განხილვაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ  მზია გიორგობიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

,,გენერალური განვითარების გეგმის მიზანია, შევინარჩუნოთ სვანეთი, როგორც  კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი ლანდშაფტი, ამავდროულად იყოს შესაძლებლობა, მეტი განვითარების, მეტი ტურისტის მიღების, მეტი დასაქმების, და შემოსავლის შექმნის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მოსახლეობა არის ძალიან აქტიურად ჩართული და მათთან შეთანხმების გარეშე არ მიღება არცერთი გადაწყვეტილება, ეს არის სწორედ ,,ქართული ოცნების“ მთავარი ხელწერა, მთავარი ნიშანი და სწორედ ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ მთელი საქართველოს მასშტაბით“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ მოქალაქეებთან სხვადასხვა პროექტების განხილვა და საჭიროებებზე მსჯელობა აქტიურად გაგრძელდება.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ საჯარო განხილვაზე, პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ. მისი განმარტებით, ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა საჯაროდ და მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებით ხდება: ,,გენერალური განვითარების გეგმა ნამდვილად მნიშვნელოვანია  ჩვენი რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის, ამავე დროს ქაოტური მშენებლობების მოწესრიგებისათვის და გრძელვადიანი ხედვისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას. მოსახლეობასთან ერთად პირველი ეტაპის განხილვა დღეს დაიწყო, რომელიც გაგრძელდება და ჩვენ მივიღებთ საბოლოო ჯამში იმ დოკუმენტს, კონცეფციას რაც მოგვცემს საშუალებას რომ სწორად განვავითაროთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები რაც გაგვაჩნია რეგიონში” - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა. პროცესში ჩართული იყო მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა გეგმის  მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის განვითარებაზე:

,,მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტი მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონის განვითარებისათვის და მისი სწორად დაგეგმარებისთვის. აქ განხილულია თუ როგორ უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმ ტურისტული ნაკადის მიღება, რომელიც ასე აქტიურად არის მოჭარბებული მესტიის მუნიციპალიტეტში, არამედ ასევე განხილულია თუ როგორ უნდა იყოს მიმართული თვითონ ადგილობრივი მოსახლე, როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა მიეცეს შესაძლებლობა უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ტურიზმისაგან” - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

საჯარო განხილვა  მესტიის შემდეგ მულახისა და ჭოლაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება. საბოლოოდ კი დოკუმენტის მიღება მოსახლეობასთან ფართო კონსულტაციებისა და განხილვების შემდეგ მოხდება.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2019 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16
171819202122
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო