სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში მიმდინარე ინფრასქტუქტურულ პროექტებს გაეცნო

2019-07-01 19:38:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან მალხაზ თორიასთან, ზუგდიდის მერის ახალ მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან ერთად გაეცნო.

 

სახელმწიფო რწმუნებულმა მრავალბინიანი ეზოების და ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

 

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა. მოეწყობა ქალაქ ზუგდიდში თაბუკაშვილის, გამსახურდიას, სოხუმის და ქირიას ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები. სამუშაოების ღირებულება 1,3 მილიონი ლარია.

 

ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.   მოეწყობა სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 250 ათას ლარზე მეტია.

 

სახელმწიფო რწმუნებულმა, მერის მოადგილეებთან ერთად ასევე დაათვალიერა ახალი საბავშვო მოედნები. საბავშვო მოედნების მოწყობა უკვე დასრულდა რაფიელ ერისთავის, კონსტანტინე გამსახურდიას, ბუკიას, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის ქუჩებზე.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო