სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სენაკის გამგეობამ 2 წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

2015-02-11 19:07:00

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საზოგადოებას 2013-2014 წლების ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის მიმართულების სარდლობა, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სენაკის საზოგადოება ესწრებოდა.

სენაკის გამგებლის განცხადებით, 2 წლის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა და განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები:

,,2012 წლის არჩევნების შემდეგ სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა ადამიანის, ხალხის ფაქტორმა, მოსახლეობის ინიციატივამ. დღეს ხალხს აქვს საშუალება აკონტროლოს და შეაფასოს თვითმმართველ ორგანოთა საქმიანობა. საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობისა და ურთიერთთანამშრომლობის შედეგად სენაკში მრავალი სასიკეთო სიახლე დაინერგა, საფუძველი ჩაეყარა წინსვლისა და განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას'' - განაცხადა შეხვედრაზე სენაკის გამგებელმა.

რეგიონის მასშტაბით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ. ასევე, საზოგადოების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო