სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია მეწარმეებს შეხვდა და პლანტაციები დაათვალიერა

2019-06-12 22:41:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონში მოქმედ ჩაის მეწარმეებს და დარგის სპეციალისტებს მარტვილში შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ჩაის მასშტაბური აღორძინებისთვის საჭიროა ამ სფეროში მოღვაწე უცხოელი ინვესტორების ჩართვა. სახელმწიფო რწმუნებულმა მეწარმეებისგან იმ საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია რაც ამ სფეროში არსებობს.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ დიდი ჭყონში „ჯი ჯი კომპანის“ ჩაის პლანტაციები დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადგილობრივებს შეხვდა.

 

„ჯი ჯი კომპანის“ მიერ წარმოებული ჩაი ბაზარზე ,,ჩაი მარტვილის“ ბრენდით იყიდება. მეწარმე პლანტაციას 102 ჰექტარზე ფლობს, მიმდინარე წელს კი 500 ტონამდე ნედლეულს ელოდება. საწარმოში 40 ადამიანი მუდმივად დასაქმებულია, პლანტაციებში კი სეზონურად 100-ზე მეტი ადგილობრივი მუშაობს.

 

„ჩვენ, დღეს ჩაის პლანტაციაში ვიმყოფებით, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის მიხედვით არის რეაბილიტირებული, ეს პროცესი არ შეჩერდება და აუცილებლად გაგრძელდება, ჩაის დარგი არის საქართველოში ჩვენი ეროვნული მეურნეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომლის ბოლო წლებში დაკნინებამ გამოიწვია სწორედ ეროვნული მეურნეობის მოშლა. დღეს მარტვილის რაიონში, სადაც ერთ-ერთ წამყვანი დარგი იყო მეჩაიეობა, ვხედავთ, რომ ხდება ამ დარგის აღორძინება.

ჩვენი მეჩაიეები დღეს ცდილობენ დაიმკვიდრონ მსოფლიო ბაზარზე თავიანთი ნიშა, რაშიც სახელმწიფო დაეხმარება მათ, როგორც ბრენდინგის კუთხით, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის კუთხით და რა ტქმა უნდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის კუთხით. აუცილებელია ამ კულტურის პოპულარიზაცია, რადგან თავის დროზე სწორად იქნა შერჩეული ის ნიადაგები, სადაც ჩაი ხარობს და ასეთი არეალები, სადაც ჩაის გაშენება შეიძლება, მსოფლიოში პრაქტიკულად ცოტაა დარჩენილი, ამდენად ამ დარგს საქართველოსთვის აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

 

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< August 2019 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
12131415161718
19202122
23
2425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო