სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

2019-05-11 19:57:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე, ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობისა და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგების, სათავე ნაგებობისა და სასეირნო ბილიკების მოწყობას. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 11 974 436 ლარია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად კომბინატის დასახლებაში თამარ მეფის ქუჩაზე 2,3 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტით გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელები, მოეწყობა მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ბორდიურები, გაზონები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო რწმუნებულთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად სოფელ კახათში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობასაც გაეცნო. პრემიერ-მინისტრმა მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებისგან შეწამვლის პროცესსა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სხვა საშუალებებზე ინფორმაცია მოისმინა.
 
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო