სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

2019-05-08 10:41:00

 ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდში განახლებული ნიკოსეული სასახლე დაათვალიერეს.

უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის - ნიკო დადიანის სასახლეს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა.

შენობის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდში, ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს. სასახლეში ამ დროისთვის მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლებიც ივლისის ბოლოს დასრულდება.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო