სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სენაკში ლურჯი მოცვის პლანტაცია ალექსანდრე მოწერელიამ დაათვალიერა

2019-03-20 11:46:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,აგროთემა“ 6 ჰექტარ ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღს აშენებს. პროექტი გარემოს დაცისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში ხორციელდება. კოოპერატივმა ,,აგროთემამ“ 100 000 ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, რომელიც კენკროვანი კულტურის ნერგებისა და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემისთვის იყო განკუთვნილი. კოოპერატივი სამომავლოდ ბაღის გაშენებას დამატებით 4 ჰექტარზე გეგმას და საერთო ჯამში 10 ჰექტარზე მოცვის წარმოებას აპირებს. პლანტაციის დათვალიერების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული კოოპერატივის მიერ დასაქმებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათ სოფლის მეურნეობის დარგში არსებული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები გააცნო. პლანტაცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ეწყობა, სამუშაოზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი. ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაშია, ლურჯი მოცვის სახეობების - ლეგასის, ბლუგოლდის, გლუკროპისა და სხვა ჯიშების გაშენების პროცესი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  123
4
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო