სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა მავლებელთან ბრძოლის საკითხზე

2019-03-30 18:59:00

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებსა და რეგიონებში მიმდინარე სხვა პროექტებზე იმსჯელეს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიასთან, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ტიტე აროშიძესთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილთან, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილა. შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების და თითმმართველი ერთეულების როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მაქსიმალური შედეგის მიღება შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რეგიონში წარმატებით მიმდინარეობს თხილის გადარჩენის პროგრამა, რომელიც ადგილობრივებს საშუალებას აძლევს მიიღონ შესაწამლი აპარატები, აგრონომების უფასო კონსულტაცია და პრეპარატებზე ისარგებლონ საშეღავათო პირობებით. გიორგი ხანიშვილის განმარტებით, სახელმწიფო წელსაც აქტიურად არის ჩართული მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში. ამ კუთხით დაგეგმილია მასშტაბური სამუშაოები. აგრეთვე, დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმისათვის რომ მოხდეს თხილის კულტურის დაცვა მავნებლებისგან და გავრცელებული სოკოვანი დაავადებებისგან სახელმწიფო დარგობრივ გაერთიანებებთან, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახორციელბს მასშტაბურ პროგრამა. დღეისათვის ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტში მავნებლის მონიტორინგი და რაოდენობის იდენტიფიცირების პროცსი მიმდინარეობს. მონიტროინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება მავნებლის კონტროლის შეწავლითი სამუშაოები. მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო