სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის ყინულის სახლი სახელმწიფო რწუნებულმა გახსნა

2019-02-22 21:48:00

ზუგდიდის ყინულის სახლი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ გახსნეს. გახსნის ცერემონიალს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ არსებული ყინულის სახლის გასაბერ კონსტრუქციას 2 წელიწადში ექსპლუატაციის ვადა გასდის, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ინვესტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ყინულის მოედანის ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიზე შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით, სადაც სპორტული კომპლექსის და ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა მოხდება.

გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ყინულის სახლის გადატანის და მონტაჟის სამუშაოები ინვესტორმა უნდა უზრუნველყოფს. ახალი ყინულის მოედნის მოწყობა ე.წ. ,,სენდვიჩ პანელებით" უნდა მოხდეს, რაც ყინულის მოედნის შენახვას გააიაფებს. ამჯერად ყინულის სახლის გასაბერი კონსტრუქციის შენახვა ადგილობრივ ბიუჯეტს წელიწადში 300 ათას ლარამდე უჯდება.

გახსნის ცერემონიალში ბათუმის ყინულის სახლის სპორტსმენებმა, მოცეკვავეთა დასმა და ქუთაისის ყინულის სახლის ჰოკეისტთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

1 მარტამდე ყინულის სახლში შესვლა უფასო იქნება, სოციალურად დაუცველი ოჯახები კი მომსახურეობას სხვა დროსაც გადასახადის გარეშე მიიღებენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო