სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნოჯიხევში სოფლის კრებას ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ

2019-02-12 12:39:00

  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს. კრებები და საჯარო კონსულტაციები უკვე ჩატარდა ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, აბაშის, მესტიისა და ხობის 175 სოფელსა და უბანში.

  მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

  მოსახლეობის უმეტესობამ ნოჯიხევში ამბულატორიის შენობის რეაბილიტაციას და საბავშო ბაღში სკვერის მოწყობას დაუჭირა მხარი.

  ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასევ გააცნეს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები.

  კრებებზე წამოჭრილი საჭიროებებიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა. პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო