სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფლის საერთო კრებებს მესტიის სოფლებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დაესწრო

2019-02-04 20:11:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის კრებები უკვე დასრულდა რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის 139 სოფელსა და უბანში. 

სოფლის კრებები დღეს დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ბეჩოს თემის მაზერის და უშხვანარის სოფლებში საერთო კრებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი დაესწრო. რწმუნებულის მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და განუცხადა რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მთავრობის გადაწყვეტილებით გაორმაგდა.

მოსახლეობის უმეტესობამ მაზერსა და უშხვანარში სკოლის შემოღობვას, მინი სტადიონის კეთილმოწყობის და წყალმომარაგების პროექტებს დაუჭირეს მხარი. 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო