სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები 11 ახალი ავტომობილით განახლდა

2014-11-26 18:09:00

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს 38 ახალი, სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილი გადაეცა. მანქანების გადაცემის ცერემონია 26 ნოემბერს, 12:00სთ-ზე, ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე კოლხური შადრევნის წინ გაიმართა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დასავლეთ საქართველოს რეგიონის რწმუნებულებთან და რაიონების მაჟორიტარებთან ერთად დაესწრო. 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 30 მაღალი გამავლობის “Volkswagen”-ის მარკის ავტომობილი, ბარის ტიპის რეგიონებში კი საშუალო გამავლობის “Ford”-ის მარკის 8 ავტომობილი განაწილდა. განაწილების ამ ეტაპზე, აჭარის რეგიონს 6 მაღალი გამავლობის ავტომობილი, გურიის რეგიონს 2 მაღალი გამავლობის,იმერეთის რეგიონს 12 მაღალი და 3 საშუალო გამავლობის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებს 4 მაღალი გამავლობის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს კი 6 მაღალი და 5 საშუალო გამავლობის ავტომობილი გადაეცა.
სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში 5 დეკემბრიდან დაიწყება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 29 ოქტომბერს დაიწყო. პირველ ეტაპზე 24 საშუალო გამავლობის ”Ford”-ის მარკის ავტომობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 რაიონულ ცენტრში გადანაწილდა. პირველ ეტაპზე, ახალციხისა და ოზურგეთის განყოფილებებს 1, თელავის, მცხეთისა და ქობულეთის განყოფილებებს 2, გორი/ტყვიავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ქუთაისის განყოფილებებს კი 4 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაეცა. 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად 2014 წლის ბოლომდე ”Ford”-ის საშუალო გამავლობის 80 და „Volkswagen”-ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო