ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა თევზის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერა
2014-11-22 19:21:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოთში დღეს თევზის გადამამუშავებელი ქარხანა „გეოფიშ ფექტორი“ დაათვალიერა. 
გაფართოება-გადაიარაღების შემდეგ, რაშიც 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, ქარხნის წარმოებადობა დღე-ღამეში 350-დან 1200 ტონამდე გაიზარდა. 
ქარხანაში იწარმოება თევზის ზეთი და თევზის ფქვილი, რომელიც ნედლი ქაფშიის გადამუშავების შედეგად მიიღება.
 
 
 
 
 
 
 
 
 
                        


 



 
















 
 
 




