სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საქართველოში პირველად სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება

2018-11-22 17:57:00

 

სამეგრელოში, ხობში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქართული სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი, ზეთის მიმღები და კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა აშენდა. საწარმო თანამედროვე მანქანა-დანადგარებითა და ტექნიკით აღიჭურვა.

ქარხნის წარმოების ხაზისა და ტექნიკით აღჭურვის პროცესი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
საწარმო დღეში 50 ტონა სიმინდის მარცვლის გადამუშავებას შეძლებს და სრული წარმადობის შემთხვევაში, თვეში 100 ტონა სიმინდის ზეთს გამოუშვებს. ზეთის წარმოება ადგილობრივი ნედლეულით მოხდება.

საწყის ეტაპზე კომპანია სიმინდის ზეთით ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს. ISO სერტიფიკატის აღების შემდეგ საქართველოში წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე გავა. კომპანიას რამდენიმე ძირითადი პროდუქტი ექნება: სიმინდის ზეთი, კოპტონი და სიმინდის გულგამოცლილი მარცვალი. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაარსდა მეორე კომპნია - ,,კოლხური“, რომელიც ადგილობრივ ბაზარს ცხოველებისთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით მოამარაგებს. საწარმოებში, ჯამში, 120-ზე მეტი ადგილობრვი დასაქმდება.

საპარტნიორო ფონდის“ და კომპანია „ქარვა კოლხურის“ ერთობლივი პროექტით, საქართველოში პირველად სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება. ქართული სიმინდის ზეთი „ქარვა“ ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 3 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტიში ჩართულია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ქართუ ბანკი და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო