სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს პირადად გაეცნო

2018-12-01 17:54:00

 ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ირაკლი თოფურია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიით დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.

ძლიერი ქარის შედეგად, სენაკის, ხობის, ფოთის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების სახურავები. ასევე, დაზიანებულია რამდენიმე საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობებიც. მოგლეჯილმა ხეებმა სავალი გზები ჩახერგა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც რეგიონის სოფლებისა და ქალაქების გარკვეულ უბნებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტების მერები და მერიების ყველა შესაბამისი სამსახური. ასევე, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველთა ჯგუფები და „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლები. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო