სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია თხილის მწარმოებლებს, ასევე ექსპორტიორებს შეხვდნენ

2018-11-07 12:35:00

ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია თხილის მწარმოებლებს, ასევე ექსპორტიორებს შეხვდნენ. გიორგი გახარია სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლებს მათ საქმიანობაში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა და კულტურის განვითარების მიზნით მხარდაჭერა შესთავაზა.

„გუშინ, გამოიცა გუბერნატორის განკარგულება 2019 წლის მოსავლის ზარალის შემცირებისა და თხილის წარმოების გაუმჯობესების შესახებ, რომელიც მოიცავს კარდაკარ სიარულის პრინციპს ჩვენ მოსახლეობასთან და ფერმერებთან. პირველ ეტაპზე, ეს გულისხმობს ცოდნისა და გამოცდილების მიტანას თითოეულ ფერმერთან,“ - განმარტა ალექსანდრე მოწერელიამ.

გუბერნატორმა თხილის მწარმოებლებს მავნებლებთან ბრძოლისათვის მისივე ინიცირებული პროექტი, კარდაკარის პრინციპით მუშაობის გეგმა შეახსენა და მათ პროცესებში აქტიურად ჩართვა სთხოვა.

,,თხილი ის კულტურაა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩაის აღორძინება, კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება და ხილის წარმოებაა. სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით მზად ვართ, ნებისმიერი ინიციატივის განვითარებას შევუწყოთ ხელი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს გეგმავს, სადაც თხილის მწარმოებლებს, ექსპორტიორებს დარგის განვითარების კონკრეტულ გეგმას გააცნობს. შეხვედრაზე გაჟღერდა კიდევ ერთი სიახლის შესახებ. 18 ნოემბერს ფერმერთა დღე სამეგრელო-ზემო სვანეთში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

აზიურ ფაროსანა ხოჭოსა და სხვა მავნებლებთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ექსპერტებსა და მეცნიერებთან ერთად ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“, სურსათის ეროვნული სააგენტო, ,,თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია,“ ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები გუბერნატორთან ერთად, თითოეულ სოფელს ესტუმრებიან.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო