სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

დავით სერგეენკო მხარის გუბერნატორთან ერთად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

2018-11-11 12:32:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის მინისტრმა - დავით სერგეენკომ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა - ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა რუხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუხში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მშენებლობის დასრულების შემდეგ, კლინიკა, როგორც რუხის და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს, ისე სხვა რეგიონიდან და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება.

მინისტრმა, ასევე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უფასო სკრინინგის ჩატარება, სამედიცინო დაწესებულებების გარდა, უკვე იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს სხვა სერვისების პარალელურად, გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში. ეს არის უპრეცენდეტო პროგრამა საქართველოს მასშტაბით და მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა კარგად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“-აღნიშნა მინისტრმა შეხვედრაზე.

დავით სერგეენკომ, ასევე, ისაუბრა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე. მისი თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების არეალი მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და მოსახლეობა შეღავათიან ფასად მიიღებს მედიკამენტებს. შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა. შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი - ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები - კობა ქანთარია, ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე - გიორგი შენგელია და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატი მერაბ ქვარაია ესწრებოდნენ.

მინისტრი სენაკში, ხობში, ფოთსა და ზუგდიდში არსებულ კლინიკა "ევექსში“ იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2018 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
17
181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო