სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით თხილის მავნებლებთან ბრძოლა ,,კარდაკარის“ პრინციპით დაიწყო

2018-11-13 12:28:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების, ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ,,თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ წარმომადგენლებისაგან შექმნილი ჯგუფების მუშაობა სოფლებში ,,კარდაკარ“ სიარულის პრინციპით დაიწყო. გუბერნატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს, კოკსა და ორსანტიას ესტუმრა და სპეციალისტებთან ერთად ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ კონსულტაცია გაუწია. თხილის ბაღებში კულტურის მოვლის შესახებ თეორიული ნაწილის განხილვასთან ერთად, ალექსანდრე მოწერელიამ მოსახლეობას მცენარის გასხვლის პრაქტიკული მეთოდებიც გააცნო.

სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას იღებენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი შენგელია, სოფლების რწმუნებულები და საკრებულოს წევრები. კონსულტაციები თხილის კულტურის განვითარებასა და მოსავლიანობის გადარჩენის აუცილებლობაზე სოფლების ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა, სადაც დარგის სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, 2019 წლის მოსავლის ზარალის შემცირებისა და თხილის წარმოების გაუმჯობესების შესახებ განკარგულება გამოსცა.

დღეიდან, თხილის მავნებლებთან ბრძოლის ფარგლებში რეგიონის ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს. კამპანიას მხარს უჭერენ ისეთი მსხვილი კომპანიებიც, როგორიცაა ,,ფერერო“ და ,,ოლამი“.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო