სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში 9 ახალი სამედიცინო ამბულატორია აშენდა

2014-11-12 16:28:00

საქართველოს მასშტაბით 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 9 ახალი სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა დასრულდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფელ ახუთის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ საჩინოს, მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ინჩხურის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ ინგირისა და განმუხურის, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელესა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის მოსახლეობა სამედიცინო მომსახურებას გადამზადებულ და მაღალკვალიფიციურ მედპერსონალთან ერთად სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ კაბინეტებში მიიღებს. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ერთობლივად განხორციელდა. 82 სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობისათვის საქართველოს მთავრობამ 2 მილიონ 400 ათასი ლარი გამოყო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ამბულატორიების ადაპტირების მიზნით კი მთავრობის განკარგულებით 2014 წელს დამატებით 24 300 ლარი გამოიყო. ასევე, ჯანდაცვის სამინისტრომ ამბულატორიებში ავეჯის შესატანად და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებისათვის საჭირო სამედიცინო ტექნიკით აღჭურვაში 362 894 ლარი დახარჯა. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამბულატორიებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ფუნდამენტის მოწყობა, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტერიტორიამდე მიყვანა უზრუნველყო. ყველა ამბულატორია სტანდარტულია და ჯამში 41-41 კვ.მ შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც ორი გამათბობლითა და ორი სველი წერტილით არის აღჭურვილი.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2019 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
161718192122
23242526272829
30      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო