სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

​დავით შავლიაშვილმა ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის 17 კილომეტრიანი საავტომობილო გზა გახსნა

2014-11-10 19:15:00


სამეგრელოში, ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის 17 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. გზის ოფიციალურ გახსნას დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ვაჟა ფანჩულიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. რეაბილიტირებულ გზაზე სიმბოლურად 20-მდე ველომოყვარულმა გაიარა, რომელთაც დაგებული გზის ხარისხი და უსაფრთხოება პირადად შეამოწმეს.
პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, რკინაბეტონის კიუვეტები, ასევე ბორდიურები და ტროტუარები მოეწყო. ეზოებში შესასვლელებზე კი ლითონის მილები დამონტაჟდა. საავტომობილო გზაზე ერთი ახალი ხიდი აშენდა, ხოლო ერთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღნიშნული მონაკვეთი 5 სოფელს - ნოქალაქევს, ნახურცილაოს, ლეძაძამეს, თამაკონსა და დიდ ჭყონს ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის, ღირებულებამ, დაახლოებით, 7 მილიონი ლარი შეადგინა. სამუშაოებზე 400-მდე პირი იყო დასაქმებული.
ამავე საგზაო მონაკვეთზე, დამატებით, 6 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლები სენაკის მუნიციპალიტეტს უმოკლესი გზით დაუკავშირდება. ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის მონაკვეთის რეაბილიტირებით, კომფორტული გახდება გადაადგილება ბარბარეს სახელობის მარტვილის უძველეს მონასტრამდე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმამდე და ნოქალაქევის ციხესიმაგრემდე. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, სულ 7 ეკლესია მდებარეობს. http://www.mrdi.gov.ge/

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო