სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

2018-09-16 21:13:00

ალექსანდრე მოწერელია ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებას ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, სამეგრელო-ზემო სვანეთი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ანაკლიის პორტის პროექტის დამფუძნებელი სამთავრობო უწყებების და საერთაშორისო კომპანიის „Van Oord" წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ანაკლიის პორტის მშენებლობით ჩვენს რეგიონში იქმნება უდიდესი სატრანსპორტო და ეკონომიკური კვანძი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დაწინაურებას და თითოეული ჩვენი მოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მე მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც მონაწილეობს ამ დიდ მშენებლობაში. დღეს, სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას. ეს არის სწორედ ქვეყნისა და თითოეული თქვენგანის ეკონომიკური წარმატების საფუძველი“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

საზღვაო მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია „Van Oord" ჩაატარებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სულ 9 ფაზად არის დაგეგმილი. მისი ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო