სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე მუშაობენ

2014-11-06 16:48:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილემ, კობა ქანთარიამ, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნუგზარ გაბელიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ სოფელ გურიფულში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები და დაზარალებული ოჯახები მოინახულეს. 2012 წლის 2 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის შედეგად გურიფულის თემში სულ 15 ოჯახი დაზარალდა. ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა სანაპირო ზოლი წალეკა, გაარღვა წყალდამცავი დამბა, მიწის ნაკვეტების დიდი ნაწილი მდინარეში ჩარეცხა და დატბორა საკარმიდამო ნაკვეთები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურიფულში ველოდი ალექსანდრიას საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთებიც დაათვალიერეს, რომელიც უხვი ნალექის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა. მდინარის სანაპიროდან მის საცხოვრებელ სახლამდე მხოლოდ ათი მეტრი მანძილი დარჩა. ალექსანდრიები დაუყონებლივ გასახლებას ითხოვენ. კობა ქანთარია აცხადებს, რომ პრობლემის მოსაგვარბლად სამხარეო ადმინისტრაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სპეციალური წერილით დღესვე მიმართავს. „მდგომარეობა გურიფულის თემში მართლაც საგანგაშოა. განსაკუთრებით სავალალო და საფრთხის შემცველია ალექსანდრიების ოჯახის მდგომარეობა. უკვე მოვითხოვეთ კომპეტენტური სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც პრობლემის მოსაგვარებლად უმოკლეს ვადაში შესაბამის დასკვნას დადებენ იმისათვის, რომ აუცილებელი საინჟინრო ღონისძიებები დროულად განხორციელდეს. საკარმიდამო ნაკვეთების გარდა პრობლემებია შექმნილი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის „ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის ბაქანი“ საავტომობილო გზაზე, რადგან მდინარის ფორვატერი სწორედ ამ მიმართულებით იწევს და წარეცხვით ემუქრება მას.“-განაცხადა კობა ქანთარიამ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ძველი და ახალი ხიბულის დამაკავშირებელი და საჯიჯაოს საცალფეხო ხიდებიც დაათვალიერეს. მთლიანობაში, ხობის მუნიციპალიტეტში, 2 ნოემბერს სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზიანმა 140 ათასი ლარი შეადგინა.
2014 წლის 18-19 ოქტომბერს და 2 ნოემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჭარბი ნალექების შედეგად მიყენებულმა ზიანმა კი ჯამში 2 მილიონ 212 653 ათასი ლარი შეადგინა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222325262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო