სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონიძიებების მიმდინარეობას მეცნიერები გაეცნენ

2018-07-24 14:00:00

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში მეცნიერებისთვის  ტური მოეწყო. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა დაათვალიერეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებული ტექნიკა და საშუალებები, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია  შტაბის ფუნქციონირების, მონიტორინგის შედეგების, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; გაეცნენ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საყანე ფართობების ქიმიური დამუშავების პროცესს.  მეცნიერებთან შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

„ძალიან მნიშვნელოვანია  ასეთი მაღალი რანგის მეცნიერების სტუმრობა საკოორდინაციო შტაბში. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა პირდაპირ კავშირშია მეცნიერებასთან, მეცნიერულ კვლევებთან და, შესაბამისად, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამეცნიერო წრეებთან. დეტალურად გავაცანით შტაბის მუშაობა, ყოველდღიური საქმიანობა, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ხელშესახები  შედეგები გვაქვს - ფაროსანას პოპულაცია შემცირებულია, მინიმუმამდეა დაყვანილი გავრცელების რისკები სხვადასხვა რეგიონში და ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფოს  სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.

ღონისძიებების მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ, მეცნიერებმა მაღალი შეფასება მისცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას. ხაზგასმით აღინიშნა რომ შარშანდელთან შედარებით, მავნებლის პოპულაციის შემცირება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული და სისტემური მიდგომის შედეგია.

მეცნიერებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი  ლევან შონია  სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ამერიკის შეერთებული შტატების  საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენლები.  

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
29
30    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო