სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მუხურში კანიონინგის ინსტრუქტორების გადამზადება მიმდინარეობს

2018-06-11 22:16:00

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში კანიონინგის ინსტრუქტორებისთვის გადამზადების კურსი მიმდინარეობს, რომელსაც კანიონინგის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი უძღვება.

მსგავი სწავლება საქართველოში პირველად ხორციელდება და სასერტიფიკატო კურსის მიზანია, კანიონინგის მაღალპროფესიონალ ინსტრუქტორებად ჩამოყალიბების მიზნით, პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები გიდების გადამზადება, რათა შემდგომში მათ რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს გაუწიონ კვალიფიციური მომსახურება. ტრეინინგების წარმატებით გავლის შემდეგ ინსტრუქტორები გახდებიან, კანიონინგის საერთაშორისო ასოციაციის წევრები და ლიცენზირებული ინსტრუქტორები.

მდინარე ხობისწყალზე მიმდინარე კურსები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  პროექტ „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში ტარდება. სწავლების პროცესს ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვეყოლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული ინსტრუქტორები, რომლებიც შემდეგ უკვე მოამზადებენ გიდებს. ჩვენ გვეყოლებიან პროფესიონალი გიდები, რაც შესაძლებელს გახდის რეგიონში გაცილებით დიდი ტურისტული ჯგუფების მოზიდვის და მასპინძლობას, რაც ცხადია ნიშნავს ადგილობრივებისთვის გაზრდილ შემოსავლებს და  ტურიზმის ამ სეგმენტის განვითარების პერსექტივას" - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა. ლევან შონიამ დღესვე მუხურში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

USAID-ის პროექტი "ზრდა"მხარს უჭერს საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას, ითვალისწინებს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ რეგულაციებს სათავგადასავლო აქტივობებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს რეგიონებში მოღვაწე გიდების შესაბამისად გადამზადებას.

საერთაშორისო ექსპერტების მიერ სასერტიფიკატო გადამზადების კურსი ჩატარდება მიმდინარე წლის, 7-21 ივნისს და 22 ივლისი-2 აგვისტოს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო