სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს გაეცნო

2018-05-18 16:22:00

ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვირში ფერმერებს შეხვდა და ინფორმაცია ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ მათგანვე მოისმინა. მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბშიც, სადაც მავნებლის იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში, მიმდინარეობს მონაცემების განახლება და ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იგეგმება შეწამვლითი ღონისძიებები. ღონისძიებების შესახებ მოსახელობის ოპერატიულად ინფორმირების მიზნით, ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, მუშაობს ცხელი ხაზი.

„საკოორდინაციო შტაბი მუშაობს ორგანიზებულად, უწყვეტ რეჟიმში, იმ დაგეგმილი სქემით, რომელიც შემუშავებული აქვს სამინისტროს. 2017 წელი გამოწვევის პირველი წელი იყო. ამ პერიოდში ჩვენ დაგვიგროვდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილება. წელს, სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია მნიშვნელოვანი რესურსი, გაზრდილია მოსახლეობის აქტიურობაც. ჩვენ გვექნება ხელშესახები შედეგი, თუმცა სახელმწიფოსთან ერთად ბრძოლის პროცესში მოსახელობის აქტიური ჩართულობას აქვს, ფაქტობრივად, გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გუბერნატორის მოადგილესთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ანჟელის მასივში არსებული სიმინდის საყანე ფართობები და განთავსებული მონიტორინგის სისტემები დაათვალიერა. იმისათვის, რომ აზიური ფაროსანა ტყიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე არ გავრცელდეს, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 10 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

დღეის მდგომარეობით, მობილიზებული სპეციალიზებული მაღალი გამავლობის ტექნიკით, აჭარაში, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 30 ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით, 1000-მდე ჰექტარი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო