სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლაზე კონფერენცია გაიმართა

2018-03-21 17:24:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში, რეგიონული კონფერენცია გაიმართა თემაზე - „მდინარე ენგურზე „გამყოფი ხაზი“-ს ორივე მხარეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები“.

კონფერენციაზე განიხლეს - „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ახალი მიდგომები, „თხილის დაავადებები, ახალი გამოწვევები და მათთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“, „აზიურ ფაროსანასა და სხვა ინვაზიური მავნებლებისა და დაავადებათა მიერ გამოწვეული ახალი ჰუმანიტარული პრობლემები და რისკები“. 

კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია და რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

კონფერენციას „გამყოფი ხაზის“ მიმდებარე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ფერმერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო