სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კორეულმა „SEOL&COMPANY“-მა ზუგდიდში სარეაბილიტაციო ობიექტები დაათვალიერა

2014-10-10 21:46:00


სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული- გუბერნატორის, ლევან შონიას მოწვევით დღეს ზუგდიდში კორეული კომპანია „SEOL&COMPANY“-ის წარმომადგენლები, მისი პრეზიდენტი, სოლ დო იუნი, ასევე კორეული კომპანია „ADEPT CONSULTING“-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიასთან, ზუგდიდის მერთან, ირაკლი გოგოხიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად კორეელმა სტუმრებმა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ბოტანიკური ბაღის ტერიტორია დაათვალიერეს. „SEOL&COMPANY” ის კომპანიაა, რომელთანაც ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროექტებთან დაკავშირებით კორეული კომპანიის ეს შემადგენლობა ზუგდიდში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდა. დღეს კი, მათ დეტალურად შეისწავლეს სარეაბილიტაციო ობიექტების მდგომარეობა. მოლაპარაკების სტადიაშია ასევე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ზუგდიდში. აღნიშნული პროექტების პარალელურად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს დადიანების სასახლის კომპლექსში ეკატერინეს სასახლის კვლევითი სამუშაოები. ამერიკის საელჩოს დაფინანსებით კი საპროექტო დოკუმენტაციას ქართული ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ამზადებს. ასევე, მიმდინარეობს ნიკოს სასახლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის საფუძველზეც 2015 წელს დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222325262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო