სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის ტურისტული ზონად მოწყობის კონცეფცია არქეოლოგიური ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს

2017-11-01 16:26:00

არქეოლოგიური ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის ტურისტული ზონად მოწყობის კონცეფცია წარადგინა. ფორუმზე, რომელიც 26 დან 29 ოქტომბრის ჩათვლით იტალიის ისტორიულ ქალაქში პესტუმში გაიმართა, სააგენტოს მიერ მომზადებული პრეზენტაცია მონაწილეებს უწყების გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გააცნო. 

ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული საიტის საერთაშორისო არენაზე წარმოჩენის საფუძველი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილმა მასშტაბურმა საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროცესმა მისცა. ფიზიკური სამუშაოების შედეგად, რომელიც მე-4 წელია მიმდინარეობს, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული მიმზიდველობის ადგილად იქცევა. პესტუმის არქეოლოგიური ტურიზმის გამოფენაზე მისმა წარდგენამ კი მნიშვნელოვანწილად გაზარდა მის მიმართ საერთაშორისო დაინტერესება.

ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსი ქართული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია, სადაც, შთამბეჭდავი ბუნებრივი ლანდშაფტის 20 ჰექტარზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქალაქო ტიპის დასახლება იყო გაშენებული. კავკასიაში დღემდე შემორჩენილ ანტიკური პერიოდისა და ადრეშუასაუკუნეების ძველ ქალაქებს შორის, ნოქალაქევი ერთადერთია, სადაც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის ყველა კომპონენტია შენარჩუნებული.

პესტუმის არქეოლოგიური ტურიზმის გამოფენა მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ინსტიტუციების - UNESCO, UNWTO და ICCROM-ის ჩართულობით, 1998 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება. ფორუმი ქმნის უნიკალურ პლატფორმას გამორჩეული არქეოლოგიური ძეგლების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩინებისა და ტურისტულ მარშრუტებში ჩართვის ხელშეწყობად.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო