სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ახალკახათში თანამედროვე, ორსართულიანი საბავშვო ბაღი გაიხსნა

2017-09-18 16:47:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში, ევროპული სტანდარტების ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. თანამედროვე სკოლამდელი აღმზრდელობის დაწესებულება დღეს ზუგდიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ, ბაღის აღსაზრდელებთან ერთად გახსნა. ზუგდიდის გამგებელმა ბაღის აღსაზრდელებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ახალი საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში სამი ჯგუფი განთავდა. სამივე მათგანს ინდივიდუალური საკონცერტო დარბაზი, სამზარეულო, სველი წერტილი და გარდერობი აქვს. საბავშვო ბაღი შშმ პირთათვის ადაპტირებულია.

ბაღი სრულად აღიჭურვა ახალი ინვენტარით. მოწესრიგდა საბავშვო ბაღის ეზო და სათამაშო ზონა, დამონტაჟდა ატრაქციონები.

აქამდე ახალკახათში მცხოვრები პატარები სკოლამდელ განათლებას ნაქირავებ, კერძო სახლში იღებდნენ, ახალკახათის საბავშვო ბაღის ძველი ხის შენობა ავარიული იყო.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორცელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით გახდა შესაძლებელი. ბაღის მშენებლობისთვის 630 000 ლარი დაიხარჯა. ახალი ინვენტარის შეძენა კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა და 27 ათასი ლარი დაიხარჯა.

ბაღის გახსნას მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო