სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

2017-09-02 21:29:00

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან და პარლამეტის აგრარულ საკითხთა კომისტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიასთან ერთად ერთად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელოს რეგიონში გაეცნო.

მინისტრმა და გუბერნატორმა სიმინდის და თხილის ფართობები დაათვალიერეს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. ლევან დავითაშვილმა შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია ფერმერებისგან პირადად მოისმინა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოც მოინახულა.

,,აზიური ფაროსანა რთულად დასამარცხებელი მავნებელია. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ მავნებელს. სახელმწიფოს აქვს მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობაც მზად არის აქტიურად ჩაერთოს მავნებელთან ბრძოლის პროცესში. პირველ ეტაპზე მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა თხილის ფართობები და თანმიმდევრულად ჩატარდება სხვა კულტურებშიც. ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება რათა მომავალი წლისთვის მავნებლის პოპულაცია შევამციროთ“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სახელმწიფოს მიერ გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა მიაწოდეს.
მავნებელთან ბრძოლოს პირველ ეტაპზე 53 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი შეიწამლა. ღონისძიებების მეორე ეტაპზე კი 20 ათასამდე ჰექტარია უკვე დამუშავებული და სულ 50 ათასამდე ჰექტრის შეწამვლაა დაგეგმილი.

ქიმიური წამლობა მიმდინარეობს ზუგდიდის, სამტრედიის, აბაშის, ხობის, მარტვილის, სენაკის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში. რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. მავნებლის გავრცელების კერებში ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ამერიკული თერმული ნისლის გენერატორი, 6 ერთეული იტალიური სამანქანე შემასხურებელი და 2 იტალიური სატრაქტორო აგრეგატი. საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესი ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აგრეთვე ჩართულია მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი,რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია. მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი და ფართობებში ყოველ 50 მეტრში დამონტაჟებულია მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგები. ზუგდიდში სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობაში შექმნილია მავნებელთან ბრძოლის დროებითი შტაბი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო