სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დღეს 17 საათზე ბიზნესფესტივალი ანაკლიობა გაიხსნება

2017-07-12 09:41:00

დილიდან სამზადისია ანაკლიაში სადაც, დღეს 5 დღიანი, პირველი ბიზნეს ფესტივალი ანაკლიობა გაიხსნება. გახსნის ცერემონალი ანაკლიის ცენტრალურ ბულვარში 17 საათზე დაიწყება.

ფესტივალის გახსნას დიპლომატიური მისიების, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან. ფესტივალში ბიზნესმენებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობაც.

ანაკლიის ფესტივალი მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების და შემოსავლების გაზრდას აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მახლობლად მცხოვრები ადამიანებისთვის და ამავდროულად, სასიამოვნო განწყობას შეუქმნის ყველა მონაწილეს. ფესტივალის ფარგლებში, სტუმრები შეხვდებიან საოჯახო სასტუმროების მფლობელებს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებსაც USAID-ის Zrda პროექტი ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ეხმარება ტურიზმის განვითარების კუთხით.

ფესტივალის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს 50-მდე კომპანია საკუთარ პროდუტსა და მომსახურებას შესთავაზებს. სტუმართაგან ბევრი რეგიონს საერთაშორისო დონეზე აღიარებული, ერთთვიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, „GemFest 2017“-ზე დასწრების სურვილით ეწვევა. რომელიც წელს ათი ათასობით ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და USAID-ის პროექტი Zrda ერთობლივად მუშაობს ტურიზმის განვითარების, ტურისტული პროდუქტების, ახალი ტურისტული მარშრუტებისა და ღირშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით. ამ თანამშრომლობის მიზანია ტურიზმის სფეროში მომუშავე სუბიექტების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვება.

ანაკლიის სასტუმრო „თეთრი სახლი“ ერთ-ერთია იქ არსებული 200-მდე საოჯახო სასტუმროდან, რომელიც დარეგისტრირებულია Booking.com-ზე და მისი გაყიდვების 70% სწორედ ელექტრონულად წარმოებს. ზუგდიდში არსებული რესტორანი „მენძელი“ ერთ-ერთია იმ 15 ადგილობრივი რესტორნიდან და კაფედან, რომლებიც დარეგისტრირდნენ TripAdvisor-ზე, რის შედეგადაც მათი გაყიდვები 40%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, 50%-ით გაიზარდა გაყიდვები მარტვილის მარანში „ოდა“ მას შემდეგ, რაც Zrda პროექტმა ორგანიზება გაუკეთა საინფორმაციო ტურს საქართველოს 16 წამყვანი ტუროპერატორისთვის, რომლის მიზანიც იყო რეგიონის ღირშესანიშნაობების შეტანა მათ ტურისტულ პაკეტებში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო