სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

გუბერნატორი ანაკლიაში დაგეგმილ ფესტივალებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფს შეხვდა

2017-07-07 18:07:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილესთან დავით კოდუასთან ერთად, ქალაქ ზუგდიდის მერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზედამხედველობის და ადმინისტრაციის სამსახურების უფროსებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით არსებული საკითხები განიხილეს.

,,უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება, რათა ბიზნეს ფესტივალ "ანაკლიობაზე" და "GEM-fest"-ზე ხარვეზები არ გვქონდეს. ეს ეხება, როგორც დასუფთავებას ასევე გზების უსაფრთხოებას. ყველა ტურისტული მარშუტის დასუფთავება 24 საათიან რეჟიმში უნდა მოხდეს, ასევე შტორმის შემდეგ მთლიანად დასასუფთავებელია სანაპირო ზოლი. ზედამხედველობის სამსახურებმა უნდა გაამკაცრონ კონტროლი გზებზე, რათა თავიდან ავიცილოთ ავტოსაგზაო შემთხვევები, ეს ეხება პირუტყვს, რომელიც გზებზე შეფერხებებს ქმნიან. გააფრთხილეთ ადგილობრივები და გაატარეთ შესაბამისი სამუშაოები" განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კი განაცხადა, რომ საფესტივალო სეზონზე დასუფთავების სამსახურში ხელშეკრულებით დამატებით თანამშრომლების აყვანა მოხდება. ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებაზე კი სისტემატურ რეჯიმში, სპეცტექნიკა იმუშავებს.

კვირას, 9 ივლისს ანაკლიაში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საჯარო მოხელეები მიიღებენ.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2018 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
293031    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო