სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატში ექვსი მედალი სამეგრელოს რეგიონის ფედერაციამ მოიპოვა

2017-05-15 11:12:00

ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატში ექვსი მედალი სამეგრელოს რეგიონის ფედერაციამ მოიპოვა. პირველი ადგილი 12 წლამდე გოგონათა შორის, ფოთის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელმა დიანა ლომაიამ მიიღო. ამავე კატეგორიაში მეორე ადგილი კი ამავე სკოლის მოჭადრაკემ ელენე წოწოწნავამ მოიგო.

12 წლამდე ჭაბუკთა შორის კი მეორე ადგილზე თეიმურაზ კვიკვინია გავიდა, რომელიც ფოთის საჭადრაკო სკოლამ წარადგინა. 16 წლამდე გოგონათა შორის, მეორე ადგილი კი ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელმა მაია ბეჭვაიამ მოიპოვა.

მესამე ადგილზე 8 წლამდე ჭაბუკთა შორის სენაკელი გიორგი ჭანტურია გავიდა, ხოლო 18 წლამდე გოგონათა შორის მესამე ადგილის მფლობელი ფოთის საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკე ანი ჭანტურია გახდა.

საქართველოს ჩემპიონატზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის (ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალია) მოჭადრაკეებმა იმერეთისა და თბილისის ფედერაციების შემდეგ გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. ჩვენმა რეგიონმა ჯამში ექვსი მედალი მოიპოვა.

საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში თავი გამოიჩინეს ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა:

1. ნიკოლოზ შამათავამ (პირველი ადგილი 10 წლამდე კატეგორიაში)
2.გრიგოლ ბეჭვაიამ (მესამე ადგილი 10 წლამდე კატეგორიაში)
3.ეკატერინე ბეჭვაიამ (მეორე-მესამე ადგილები გაიყო 14 წლამდე კატეგორიაში).

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ულოცავს გამარჯვებულ მოჭადრაკეებს, მათ მშობლებს, მწვრთნელებს და ფედერაციის წარმომადგენლებს მიღწეულ შედეგებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო