სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტია-უშგულის მონაკვეთის 10 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2017-04-10 16:26:00

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის, კერძოდ, მესტია–უშგულის მონაკვეთის 10 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზის საპროექტო ტრასა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, იწყება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 154 კმ მონაკვეთზე, უღვირის უღელტეხილზე და ჩაუყვება უღვირის ქედის სამხრეთ ფერდობს, იფარის ტერიტორიული ერთეულის „ლენდგვილის“ ხიდამდე.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოების განხორციელება:

• ტრასის აღდგენა და დამაგრება;

• დაზიანებული მილების დემონტაჟი;

• ვაკისის ზედაპირისა და ფერდების მოშანდაკება;

• 2 არსებული ხიდის შეკეთება;

• გაბიონის კედლების მოწყობა;

• არსებული რკინა-ბეტონის კედლების შეკეთება;

• სამოსის მოწყობა არმირებული ბეტონის საფარით;

• ეზოში შესასვლელების მოწყობა;

• ავტობუსის გაჩერებების და პავილიონების მოწყობა;

• საგზაო ნიშნების მოწყობა;

• სავალი ნაწილის მონიშვნა;

• საგზაო შემოფარგვლის მოწყობა;

მესტია–უშგულის გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე განხორციელდა 12,4 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო