სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა მკაცრად გააკონტროლონ მუნიციპალური ტენდერები

2017-03-23 14:51:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მოადგილე დავით კოდუასთან ერთად, რეგიონის ქალაქის მერებთან, მოადგილეებთან, მუნიციპალიეტეტის გამგებლებთან, ზედამხედველობის და ეკონომიკის სამსახურის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გუბერნატორმა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასუფთავების კუთხით არსებულ ვითარებაზე და მუნიციპალურ ტენდერებზე ისაუბრა. მხარის რწმუნებულმა ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მოუწოდა პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი. გუბერნატორის განცხადებით ყოვლად დაუშვებელია, სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულით კომპანიები ახორცილებდნენ პროექტს და დასაქმებულ ადამიანებს ხელფასს დროულად არ უხდიდნენ.

„მოვუწოდებ ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს და შესაბამისი სამსახურის უფროსებს გამოიჩინეთ სიმკაცრე. ამ საკითხზე ნუ იქნებით ლოიალურები. პირადად თქვენს კონტროლზე აიყვანეთ და პირადად გაუწიეთ მონიტორინგი თითოეულ კომპანიას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ყველა გადაცილებულ დღეზე გქონდეთ მკაცრი რეაგირება. სამწუხაროდ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა ასეთი შემთხვევევბი, რაც მიუღებელია, რადგან თითოეული მუშის უკან მათი ოჯახები დგას. მაქსიმალურად ეცადეთ ეს მანკიერი ფაქტები დროულად აღმოიფხვრას“, - განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

მხარის რწმუნებული მუნიციპალიტეტებში დასუფთავების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხო. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ დასუფთავების კუთხით უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. მისი თქმით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პრობლემურ კერებს და ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად მუშაობა უნდა გაორმაგდეს.

გუბერნატორმა შეხვედის ბოლოს, მუნიციპალიტეტებში პროექტების განხორციელების მიმდინარეობაზე მერებისგან და გამგებლებისგან მიიღო ინფორმაცია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო