სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალზე ITB BERLIN წარსდგება

2017-02-21 14:36:00

წელს პირველად, სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB BERLIN მიიღებს მონაწიელობას. რეგიონი გამოფენაზე ტურისტულ ობიექტებს წარდაგენს და საერთაშორისო ტურ-ოპერტორებს არსებულ პოტენციალს გააცნობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგენა USAID -ის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) პროექტ „ზრდა საქართველოში“ დახმარებით გახდა შესაძლებელი. რეგიონის გუბერნატორმა ლევან შონიამ და პროექტ ,,ზრდა საქართველოში’’ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა დღეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერეს ხელი. რაც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.

ITB BERLIN საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელშიც საერთაშორისო ტურ-ოპერატორები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული უმსხვილესი კომპანიები და ქვეყნები მონაწილეობენ. გამოფენა წელს 8-დან 12 მარტის ჩათვლით გაიმართება. გამოფენის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ განსხვავებული მიმართულების ტურიზმს საერთაშორისო დონეზე.

ხელმოწერამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორთან, USAID-ის პროექტის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო-ზემო სავანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია და საქართველოს სპელეოკავშირის წევრი რომან თოლორდავა ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზეც ისაუბრეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო