სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დიდთოვლობასთან დაკავშირებით სამეგრელოში საგანგებო შტაბს გუბერნტორი ხელმძღვანელობს

2017-02-17 11:51:00

დიდთოვლობასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელაც გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობდა. საგანგებო შტაბის სხდომას მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და საპატრულო პოლიციის რეგიონალური ხელმძღვანელობი ესწრებოდნენ. მათ გუბერნატორს რეგიონში არსებული ვითარება გააცნეს.

ამჟამად ცენტრალური გზები გაწმენდილია, მოძრაობა შეჩერებულია ჯვარი-მესტიის მიმართულებით, სადაც პრობლემა ჩამოწოლილმა ზვავმა შექმნა, პრობლემურ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც მოძრაობა ზემო სვანეთის მიმართულებითაც აღდგება.

„ყველა ვმუშაობთ 24 საათიან რეჯიმში, ყოველი საათის ბოლოს განახლებული ინფორმაციები უნდა გვქონდეს, სად რა პრობლემაა და რა საჭიროეებბი დგას. ამ დრომდე არ შემოსულა არცერთი შეტყობინება მოქალაქეების მხრიდან სახლების დაზიანების შესახებ, თუმცა მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ რა ხდება თითოეული სოფლის თითოეულ უბანში. ელექტრო ენერგია ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს მიეწოდება, შეზღუდვები გვაქვს წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის რამდენიმე სოფელში, თუმცა ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, პრობლემების აღმოსაფხვრელად“ - განაცხადა ლევან შონიამ.

არსებული ვითარება მუნიციპალიტეტების მიხედვით:

► ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ დროსოითვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება გრიგოლიშის, ნაწულუკუს, რიყეს, რუხის, ტყაიას, ჩხორიას, ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულებს.

►აბასთუმნის, ახალსოფლის, გრიგოლიშის, ზედაეწერის, ინგირის, ნარაზენის, ნაცატუს, ოდიშის, ყულიშკარის, რიყეს, ტყაიას, ჩხორიას, ჭკადუაშის, ხეცერას, ჭაქვინჯის, ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეფერხებულია გადაადგილება. მობილიზებულია ტექნიკა მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

► ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 50-დან 70 სანტიმეტრამდეა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის ასევე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია შიდა საუბნო გზებზე. ელექტროენერგია 13 ადმინისტრაციული ერთეულიდან არ მიეწოდება სოფელ ნაკიანს, თაიას, ჭოღას, ნაფიჩხოვოს. ენერგო–პრო ჯორჯიას ჩხოროწყუს ფილიალის დირექტორის განმარტებით ყველა დაზიანებულ უბანში გასულია ტექნიკური სამსახური და ელექტროენერგია მოსახლეობას აღუდგება უახლოეს საათებში.

► წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ინტენსიურად თოვს, იწმინდება გზები, შუქი არ მიეწოდება ნაკიფუ, მიქავა, საჩინო და ქალაქ წალენჯიხის ნაწილს. ტექნიკა მუშაობს, იწმინდება გზები.

► ქალაქ ზუგდიდში დილიდან გადაუღებლად თოვდა, ცენტრალურ ქუჩებზე არსებული ხე-მცენარეები იწმინდება თოვლისგან, სპეც. ტექნიკის გამოყენებით თოვლისგან გაიწმინდა ყინულის სახლი, ქალაქის ცენტრალური გზები. გაწმენდიალია ყველა სკოლასთან მისასვლელი გზები. გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს.

► გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს მარტვილის, ხობის, აბაში და სენაკის მუნიციპალიტეტშიც.

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებში მოქმედებს ცხელი ხაზები.

დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემების შემთხვევაში, 24 საათიან რეჟიმში დარეკეთ ცხელი ხაზის ნომრებზე: 591 41 77 01, 599 42 64 41(გუბერნატორის ადმინისტრაცია), 595 90 11 15 (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), 574 41 00 11 (ქალაქი ზუგდიდი)

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო